თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის ქმარი სუს-ის მაღალჩინოსანია

ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მეუღლე სუს-ის მაღალჩინოსანია. თეა წულუკიანის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლრაციიდან ირკვევა, რომ მინისტრის ქმარი ნუგზარ კაკულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსია.

ნუგზარ კაკულია სუს-ში 2017 წლის 13 მარტიდან მუშაობს. მან მარტ-დეკემბერში ანაზღაურების სახით 44 545 ლარი გამოიმუშავა (თვეში 4 949 ლარი). ნუგზარ კაკულია სუს-ში გადასვლამდე იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი იყო. 

რაც შეეხება თავად წულუკიანის ანაზღაურებას, მან 2017 წელს 75 000 ლარი გამოიმუშავა, საიდანაც 32 000 ლარი დანამატი იყო.

 

კომენტარები