თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც მაია პატარიძის სარჩელი ძირითადად დაკმაყოფილდა. სასამართლომ მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ის სამსახურიდან გათავისუფლდა.

ასევე, ეროვნულ მუზეუმს გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გარდა ამისა, ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ვინაიდან სასამართლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინოს, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება". - წერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.

პროფკავშირის ცნობით, ეს მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა სამინისტროს წინააღმდეგ მოიგეს.

კომენტარები