თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელზე ფილმს დააფინანსებს

რეზო ამაშუკელი და თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას უწყების ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

"კულტურის სამინისტრომ კონკურსის - "კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა. - გამარჯვებულები გამოავლინაკონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შემოვიდა 59 განაცხადი. გაიმარჯვა 13-მა პროექტმა". – წერს სამინისტრო.

13 პროექტს შორის ერთ-ერთი ამაშუკელის შესახებ დოკუმენტური ვიდეოპორტრეტი ადამიანი მაინც მარტოა იქნება. განმახორციელებლად სამინისტროს ა(ა)იპ აპოლონი და ოლიმპია აქვს მითითებული.

პოეტი რეზო ამაშუკელი 2022 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები