თეა წულუკიანი

წულუკიანი ახვლედიანს: ერთი ჩვეულებრივი ლუზერი ხართ

ბატონო არმაზ [ახვლედიანი], თქვენ რჩევა მომეცით, დამამუნათეთ და მითხარით, რომ პოლიტიკაში ჩემი დრო ამოიწურა. მე გეთანხმებით, ხელისუფლებები იმისთვის არიან, რომ როცა არიან, შემდეგ მათ დრო ამოეწუროთ. ძალიან გამიხარდება, რომ ამ ამოწურვის რეალური მომენტი რაც შეიძლება, მალე დადგეს. მაგრამ, თქვენ რა გეშველებათ, რომ თქვენი დრო პოლიტიკაში არასდროს დაიწყო და ერთი ჩვეულებრივი ლუზერი ხართ. თქვენ ხართ ჩვენი პარტიის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც ერთადერთი, რაც ჩვენს პარტიაში ყოფნისას მოახერხეთ, არის ის, რომ პარტიის ფულით საკუთარ თავს ჯიპი შეუძინეთ - მეტი რა გააკეთეთ? დღეს ნაცებში პორტირებული ბედავთ, რომ ხმა ამოიღოთ. ილაპარაკეთ, მაგრამ ასე შორს ვერ გაფრინდებით. 

ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, არმაზ ახვლედიანმა. წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კომენტარები