სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) ცნობით, რუსეთის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მდებარე სოფელ ზარდანაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 44 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის 11 ქალი და 6 ბავშვი.
დაჭრილია 60-მდე ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
იდლიბის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ამ დრომდე ასადის რეჟიმთან მებრძოლი ამბოხებულები აკონტროლებენ.
რუსეთმა საჰაერო თადასხმაში მონაწილეობა უარყო.