საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული.
"ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება" - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.