შტორმი შავ ზღვაზე

შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმია მოსალოდნელი, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  შავ ზღვაზე 4-ბალიან შტორმია მოსალოდნელი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა, ორ მეტრს მიაღწიოს.

უწყებაში ამბობენ, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში სიმშვიდეა და მთელი ღამის განმავლობაში მათთან არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

გუშინ აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად,დაიტბორა ქუჩები და ზოგიერთ უბანში, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

კომენტარები