შტორმი შავ ზღვაზე

შავი ზღვის სანაპიროზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

on.ge

დღეს შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი.

ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება;

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე

 

კომენტარები