სამსახურებრივი გულგრილობა

გულგრილობაში ბრალდებული ბაგა-ბაღის აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე მ.ვ. დამნაშავედ ცნო.  

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ა.გ.-მ და აღმზრდელის თანაშემწემ მ.ვ.-მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და უმეთვალყურეოდ დატოვეს სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ა.გ.-ს მათ და მ.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი,) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.გ. და მ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 3 წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

კომენტარები