ლეგიონერები

"კრასნოდარმა" "სევილია" თორნიკე ოქრიაშვილის "მაკრატელათი" დაამარცხა (VIDEO)

ევროპა ლიგის მე-2 ტურში "კრასნოდარმა" "სევილიას" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა 88-ე წუთზე "მაკრატელათი" გაიტანა. 

"როცა კლასონმა ბურთი მიიღო, მინდოდა, ზუსტად ისეთი პასი მოეცა, რომ "მაკრატელა" დამერტყა. ასეთ გოლზე ოცნება ძნელია, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად დასრულდა. მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე", - განაცხადა მატჩის შემდეგ ოქრიაშვილმა.

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი:

 

თორნიკე ოქრიაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი:

 

კომენტარები