დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ფონდი კანონების დარღვევის გამო იხურება

Reuters

დონალდ ტრამპი მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის, ტრამპის ფონდის დახურვას დათანხმდა.

ფონდის საქმიანობაზე გამოძიება მიმდინარეობს. ტრამპის ოჯახს ფონდის მეშვეობით გადასახადებისათვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ. ნიუ იორკის შტატის გენერალური პროკურორის თქმით ფონდი, კანონის დარღვევით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყო ჩართული.

ტრამპი საქველმოქმედო ფონდს საკუთარი ბიზნეს გარიგებებისათვისაც იყენებდა და ერთ შემთხვევაში ფონდის მეშვეობით საკუთარი პორტრეტი იყიდა, რომელიც შემდგომ გოლფის ერთ-ერთ კლუბში დაკიდა, რომელიც მას ეკუთვნის.

ფონდში დარჩენილი თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება. კონკრეტულად რას, ამას ტრამპი და მისი შვილები, ივანკა, დონ ჯუნიორი და ერიკი გადაწყვეტენ. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს 30 დღეში უნდა გააცნონ და ის მთავარმა პროკურორმა უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები