დონალდ ტრამპი

ტრამპი მედიას: მოდუნდით, აიღეთ ორკვირიანი შვებულება და დაბრუნდით დასვენებულები

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიას ისევ აკრიტიკებს. მისი თქმით, ზოგი მედიასაშუალების ცრუ პუბლიკაციები მრისხანებას და დაძაბულობას იწვევს.

ტრამპმა მათ ორკვირიანი შვებულების აღება და დასვენება ურჩია. 

"ყალბი მედია ყოველდღიურად სულ უფრო არანორმალური და უსინდისო ხდება. საოცარია იმის ნახვა, თუ როგორ რეალურად გაგიჟდა ზოგიერთი ადამიანი, რომელიც აშუქებს ჩემი და ჩემი ადმინისტრაციის წარმატებული საქმიანობის ამბებს. მათი ცრუ პუბლიკაციები მრისხანებას და დაძაბულობას იწვევს. აიღეთ ორკვირიანი შვებულება და დაბრუნდით დასვენებულები. მოდუნდით!- წერს ტრამპი Twitter-ზე.

კომენტარები