თეა წულუკიანი

წულუკიანი უთანხმოებაზე: თეთრი თმა რომ მექნება და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება მერე ვისაუბრო

როდესაც მექმნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას, თქვენ რა თქმა უნდა მაშინ ისევ ახალგაზრდები იქნებით, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად, რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი. რაკი გამოვიდა და რაკი სიმართლეს შეესაბამებოდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ დამედასტურებინა ეს თქვენთვის. იმიტომ, რომ რაც არ უნდა კრიტიკულები იყოთ ხოლმე ჩემს მიმართ და ეს თქვენი ფუნქციაა, მინდა გჯეროდეთ იმის, რომ მე-7 წელი დაიწყო, რაც არც ერთი კომენტარის დროს მე თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს. რაკი იყო სიმართლე, დაგიდასტურეთ.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ "ქართულ ოცნებაში" უთანხმოებაა და თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა, თუმცა თეა წულუკიანი ამ უთანხმოების მიზეზს არ ასახელებს.

კომენტარები