ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა. ამიტომ თუ დროს დამაკარგინებ, უფრო მეტი დრო დაიკარგება. დავით, დამშვიდდი და დამაცადე! კომიტეტს კიდევ 5 კვირა აქვს განხილვებისთვის და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ და ცოტა მეტ სიდინჯეს გამოიჩენთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ნებისყოფა გეყოფა, რომ მომისმინო. სამჯერ თუ ოთხჯერ შემაწყვეტინე და ხელს ნუ მიშლი! დინჯად მოიქეცი ცოტა და მოისმინე კითხვები. შეიძლება არ გაინტერესებთ მაგრამ საჭიროა, ვიღაცას აინტერესებს და ის მოისმენს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ბესელია მათიკაშვილს: თუ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო
tbl.ge/3jx1
დაკოპირდა
მიმართა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევისა და გამწესების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ. დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა მოკლედ გადმოეცა სათქმელი.
ამავე თემაზე
- მათიკაშვილი ბესელიას: ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ
- ბესელია მათიკაშვილს: ხელს ნუ მიშლი, თორემ წინ მაგალითები გაქვთ და შენ უარესი არ დაგემართოს
- იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას მხარი არ დაუჭირა
- გოგიჩაიშვილი ოხანაშვილს: შენ ხარ დანიშნული მოსამართლე და კარგად იცი, ვის მიერაც
- ქუცნაშვილი: კომიტეტში 2 ჯგუფი იყო და ვინც არცერთს არ მივეკუთვნებით, ვიყავით უხერხულად