შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 2019

ცესკო: 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

ტაბულა

19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომისიებისთვის მიმართვის ვადა ამოიწურა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს აეღოთ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია. 

შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებულია: 

49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6 130 ადგილობრივი დამკვირვებელი; 
7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი; 
45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი. 

ამასთან, არჩევნების მიმდინარეობას შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5 365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დააკვირდება. 
 

კომენტარები