შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 2019

ბენიძე: არჩევნებზე დაძაბული ფონი იყო, განსაკუთრებით ზუგდიდსა და მარნეულში

იყო დაძაბული ფონი, განსაკუთრებით ზუგდიდის და მარნეულის საარჩევნო ოლქებში. დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტი, როდესაც ფულის გადაცემა დააფიქსირა ჩვენმა დამკვირვებელმა. ჩვენთვის ყველაზე პრობლემური იყო მარნეულში 68-ე და 84-ე საარჩევნო უბნები, სადაც რამდენიმე დარღვევა იყო კონცენტრირებული. 68-ე უბანი პრაქტიკულად სრული ქაოსის პირობებში ფუნქციონირებდა. თუ ამ პროცესების მიზანი მაინც არის, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემური პროცესი

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე რუსთავი 2-თან 19 მაისს ჩატარებულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აფასებს. მთაწმინდის საარჩევნო ოლქის გარდა, ყველა ოლქი ქართულმა ოცნებამ მოიგო. მთაწმინდაზე მეორე ტური ივნისში გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები