TBC

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ფასები ეცემა

ფანჯიკიძე, ღარიბაშვილი, ბუცხრიკიძე, ხაზარაძე და ღარიბაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
facebook.com/tbcbank

მთავარი პროკურატურის განცხადების შემდეგ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების შესახებ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC BANK GROUP-ის აქციების ფასები გაუფასურდა.

თუ დღეს, ლონდონის დროით 9 საათისთვის თითო აქციის ფასი 15.06 ფუნტი სტერლინგი იყო, ბოლო მონაცემებით (ლონდონის დროით 10:06), ჯგუფის თითო აქცია 14.48 ფუნტი ღირს. 9 საათსა და 46 წუთზე აქციის ფასი 14.36 ფუნტამდე დაეცა, რაც გასული სამი თვის მინიმუმია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა.

 

კომენტარები