TBC

TBC: განახლების გამო ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით

TBC ბანკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ განახლების გამო ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს და ამის გამო ბოდიშს იხდის.

"მიმდინარე მასშტაბური განახლების გამო, ციფრული ბანკი ხარვეზებით მუშაობს, რისთვისაც დიდ ბოდიშს გიხდით. შეფერხება რამდენიმე საათის განმავლობაში ეტაპობრივად გასწორდება და დაგიბრუნდებით."

მათი თქმით შეფერხებები აღარ იქნება, "ციფრული ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ბოლო ეტაპზეა, რაც სერვისის გაუმჯობესებას და თქვენთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ემსახურება. კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის და გპირდებით, შეფერხებები აღარ გვექნება." 

კომენტარები