ავტომობილები, რომლებიც A კატეგორიაში არიან, თუმცა არ არის მთლიანად გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მე მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, ბამპერები არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული.
კახა კალაძე
კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია, ბამპერები არ იყოს [თეთრად] შეღებილი და ისე დადიოდეს მანქანა
tbl.ge/4490
დაკოპირდა
ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა
კახა კალაძეთეთრი ტაქსებითეთრი ტაქსიტაქსის რეფორმატაქსის რეგულაციებიტაქსების თეთრად გადაღებვათბილისის მერი
ამავე თემაზე
- NGO-ები კალაძეზე: EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა ხალხის ღალატია
- კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია
- კალაძე: ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება
- კალაძე: ევროპარლამენტარების განცხადებები დამაზიანებელია, ხალხში ნიჰილიზმს იწვევს
- კალაძე: პირადად მე ზაარბრიუკენის მოედანზე კონკურსის ფარგლებში დადგმული ქანდაკება მომწონს