კახა კალაძე

კალაძე: როინ ქოჩორაშვილი ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია

კახა კალაძე ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილი "ნაცია".

"რა გიკვირთ როინ ქოჩორაშვილის, ნაცია, გახარიას პარტიის წარმომადგენელია. ეს ჩემზე უკეთ იცით". - თქვა კალაძემ.

9 აპრილს გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ის სთორიში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერი ფოტო გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ "საქართველოს გზა ევროპაშია".

კომენტარები