კახა კალაძე

NGO-ები კალაძეზე: EU-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა ხალხის ღალატია

27 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. NGO-ების თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის ღალატია.

"ქართული ოცნება მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ ქართული ოცნება ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.

ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრუანებლად ყველა ზომა მიიღოს. რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია". - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებას 27 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • დემოკრატიის მცველები
  • ევროპის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • პლატფორმა სალამ
  • რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამოქალაქო იდეა
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  • სასამართლოს გუშაგი
  • საფარი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს მომავლის აკადემია
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ყვარლის ევროკლუბი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  • თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  • წერტილი
  • Tbilisi Pride
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)

11 აპრილს ქართულმა ოცნებამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კახა კალაძის განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს: "არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად".

კომენტარები