კახა კალაძე

კალაძე: ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება

პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ქართული ოცნება ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

კომენტარები