დაბრაზში ვიყავი, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი, უბრალოდ, ვიგრძენი ეს საშინელი სუნი. სამართალდამცველები გააკეთებენ უფრო ზუსტ შეფასებას, მე პოლიტიკური კუთხით შემიძლია ვთქვა - ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ ახლაც ძალიან სამწუხაროდ.
ეს არის ნაციონალური მოძრაობის სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს ნორმალური საქციელია? ეს ადამიანური საქციელია? ეს პოლიტიკოსის საქციელია?