20 ივნისის პოლიტპატიმრები

ოპოზიციის დეპუტატებისა და 20 ივნისს დაკავებულთა მშობლების სოფო კილაძესთან შეხვედრა დასრულდა

პარლამენტში სოფიო კილაძესთან შეხვედრა, რომელსაც ოპოციზიის წარმომადგენელი დეპუტატები 20 ივნისის პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ, დასრულდა. ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის დედები სოფიო კილაძესთან ერთად გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წავიდნენ. 

ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა კი პარლამენტში რჩებიან და არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებსა და დაკავებულთა მშობლებს პატიმრების მონახულების ნებართვა მისცეს. 

დეპუტატების განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ სოფიო კილაძე შევა, მშობლები კი მაინც ვერ შეძლებენ დაკავებული შვილების მონახულებას. 

კომენტარები