თეა წულუკიანი

წულუკიანი: 1, 2 ან 4 კონგრესმენის დასპონსორებული აქტი აშშ-სთან მეგობრობას ვერ დააზარალებს

თეა წულუკიანი ამბობს, რომ 1, 2 ან 4 კონგრესმენის დასპონსორებული საკანონმდებლო აქტი საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას ვერ დააზარალებს.

იუსტიციის მინისტრმა ასე ამერიკული სანქციების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს.

"საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციების შესახებ 2019 წლის აქტი 2019 წლის აქტი" კონგრესმენ მარკუეინ მალინის მიერ 2019 წელს არის ინიცირებული და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ისინი ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ამერიკელი ბიზნესმენების მიმართ. აქტს შესაძლოა, სხვა კონგრესმენებიც შეუერთდნენ.

"მე როცა ვიყავი თქვენი ასაკის და უფრო ახალგაზრდა, საქართველო იდგამდა ფეხს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს. რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს ალბათ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით. ამიტომაც წარმოუდგენელია უბრალოდ, რომ 1, 2 ან თუნდაც 4 კონგრესმენის დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის გამო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. ამისთვის უნდა ჩავხედოთ ჩვენი სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობის ისტორიას და ის სპეკულაციები, რასაც აჟღერებს ოპოზიცია, რომ მგელი, მგელი მოდის, არავითარი მგელი არ მოდის, ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი", - თქვა თეა წულუკიანმა.

მარკუეინ მალინი ერთ-ერთია იმ კონგრესმენებიდან, რომლებმაც საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს და მოუწოდეს, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით.

კომენტარები