მოსკოვი

მოსკოვში კაცი ეკლესიაში დანით შეიჭრა და 2 ადამიანი დაჭრა

რია ნოვოსტი

მოსკოვში, კაცი ეკლესიაში დანით შეიჭრა და ორი ადამიანი დაჭრა. რია ნოვოსტის ცნობით, შემთხვევა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წირვის დროს მოხდა. 

მათივე ცნობით, დაკავებულია ლიპეცკის ოლქის მკვიდრი, 26 წლის კაცი. 

ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ კაცი თავდაპირველად საკურთხეველში სირბილით შევარდა, მისი მდგომარეობის შესამოწმებლად წინამძღვარი თანაშემწესთან ერთად მივიდა და როცა მას მიუახლოვდნენ, ახალგაზრდა კაცმა დანა ამოიღო და ორი ადამიანი დაჭრა. 

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები