მოსკოვი

მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მიმდებარედ ხანძარია

კადრი ვიდეოდან/TACC

მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, სასტუმრო ინტერკონტინენტალთან ახლოს მდებარე სამშენებლო ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი საგანგებო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ტვერსკაიას ქუჩაზე, სასტუმრო "ინტერკონტინენტალთან" არც ისე შორს, ხანძარი გაჩნდა სამშენებლო ტერიტორიაზე. ცეცხლი მშენებარე შენობის საძირკვლის ორმოში 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამათბობელს გაუჩნდა". - თქვა საგანგებო სამსახურის თანამშრომელმა.

როგორც რუსული მედია წერს, 15:13 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. 

დედაქალაქის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც ზედამხედველობის ორგანო აკონტროლებს.

კომენტარები