კინოფესტივალი

მოსკოვის კინოფესტივალი კორონავირუსის გამო გადაიდო

Festhome

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო.

რიგით 42-ე დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის აპრილში იყო დაგეგმილი. ორგანიზატორები ახალ თარიღს სიტუაციის განმუხტვისთანავე გამოაცხადებენ. ნომინანტთა სია ამ ეტაპზე უცნობია.

მოსკოვის კინოფესტივალი 1959 წელს დაარსდა. სხვადასხვა წლებში ფესტივალის გამარჯვებულები ისეთი რეჟისორები და მსახიობები გახდნენ, როგორებიც ფედერიკო ფელინი, ანჯეი ვაიდა, სერგეი ბონდარჩუკი, კშიშტოფ ზანუსი, ჯეკ ნიკოლსონი, კატრინ დენევი, მერილ სტრიპი, ჰარვი კეიტელი არიან.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსით 114 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელდა, თუმცა უკანასკნელ დღეებში რუსულ ოპოზიციური მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაავადებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი გაცილებით მაღალია.

კომენტარები