სამების ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია გამოიძახეს

interpressnews

სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რადგან ტაძარში 10 კაცზე მეტი იყო შეკრებილი. 

პოლიციის თანამშრომლები სასულიერო პირებს ესაუბრნენ და სამების ტაძარი დატოვეს. 

ტაბულა ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ტარდება. ტაძარში საკვირაო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს. 

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხებოდა. 

მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა: "პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის, რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი".

20 მარტს შეკრებილმა წმიდა სინოდმა, ეპიდემიას უმოქმედობით უპასუხა - ღვთისმსახურებები არ შეაჩერა, ზიარების წესი არ შეცვალა.

კომენტარები