მთავრობის ეკონომიკური გეგმა

თალაკვაძე: ამ გეგმით ვზრუნავთ თითოეულ პირზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება

იყო კარგი კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის საერთო ამოცანების გარშემო. ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ამ თანამშრომლობით, ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა, ასევე ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა.

ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. მინდა, მადლობა გადავუხადო გადავუხადო საზოგადოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ჩვენს პარტნიორებს, სწორედ საერთო ძალისხმევით მოხერხდა ამ ნაბიჯების გადადგმა და ამ გეგმის შემუშავება. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მთავრობის მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკურ გეგმაზე. რომლის მიხედვიტაც მთავრობა თვეში 200 ლარ დაურიგებს უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება თვითდასაქმებლებს, სოც. დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 6 თვის მანძილზე თვეში 100 ლარს მიიღებენ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

კომენტარები