მთავრობის ეკონომიკური გეგმა

გოცირიძე: მთავრობამ მოიტყუა, მას პარლამენტში ფასების მატებაზე არაფერი უთქვამს

მე ვარ შოკში მთავრობის ეკონომიკური გეგმის გამო. ეს იყო ქვეყნის საბაზრო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გადახვევა ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისკენ. რაც გუშინ მოვისმინეთ, მთავრობას ორი დღით ადრე არ უთქვამს არ დარბაზში. ფაქტობრივად, მთავრობამ მოატყუა ხალხი, მოგვატყუა ჩვენ და მოგატყუათ თქვენ, უმრავლესობა. აქ არცერთი სიტყვით არ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე აპირებენ გადასახადების მომატებას, რომ სულ მალე მოიმატებს ფასი ავტომობილების იმპორტზე, აქციზზე, გაძვირდება საწვავი, რასაც მოჰყვება გაძვირება ფაქტობრივად ყველა სახის საქონლისა, რაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია საწვავთან. რომ აკრძალავდა ფინანსურ მექანიზმებს ფინანსურ სისტემაში და გააუქმებდა ონლაინ სესხების სისტემას (მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია, მაგრამ მყარი საფინანსო სისტემა სწორედ თავისუფალ საბაზრო თამაშის წესებზე არის დამოკიდებული). რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებას აქ არ უთქვამს, რომ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ვიღაცის ვალების გასტუმრებას. თურმე იმის გამო, რომ ლარი დასტაბილურდეს, მთავრობა გეგმავს 65 მილიონი ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხის დოლარიდან ლარში გადასაყვანად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები