კახეთში, გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა და რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
ყვარლის სოფლებში დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.
წყალდიდობაა ლაგოდეხშიც. სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის რვა სოფელი: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.
დატბორილია სახლების პირველი სართულები, მოსახლეობა ამბობს, რომ ყურადღებას არ აქცევენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.