თბილისის მერია

სოფიო ხუნწარიას თბილისის მერის მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაია შეცვლის

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარიას ანდრია ბასილაია შეცვლის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ანდრია ბასილაიას 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის "წმინდა ლოურენსის უნივერსიტეტი", მანამდე კი "ვესტთაუნის სკოლა" აშშ-ში. ანდრია არის ძალიან მაგარი პროფესიონალი", - თქვა კახა კალაძემ. 

კალაძის თქმით, ანდრია ბასილაიას ნაცვლად ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი იქნება. წილოსანი მანამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

კომენტარები