ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
როგორც Adjarasport-ი იუწყება, რომან დოლიძემ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ის ძალიან გაკვირვებულია ამ შედეგით, რადგან სულ რაღაც ორი წელია, რაც MMA-შია.
"არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის.
რა თქმა უნდა, გაკვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ. გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია". – თქვა რომან დოლიძემ.