"თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!" - ასე ემუქრება თბილისის მერი კახა კალაძე Instagram-ზე მოქალაქეს.
კახა კალაძემ კომენტარი მეუღლის, ანუკი არეშიძის, Instagram ფოტოზე დაწერა.
"ყველაზე ევროპული გინებაც ისმის ყველა მხრიდან, არ გინდათ, არ ჩაიაროთ. პ.ს. თუ მაინცდამაინც, გაჩერება მაინც მაპოვნინეთ", - წერდა მოქალაქე ჭავჭავაძის გამზირზე. თბილისის მერმა კი მას უპასუხა, რომ გაჩერებას თვითონ აპოვნინებდა.
"არაა საჭირო, არ შეწუხდე, მე თვითონ მოგაკითხავ, თან შენებსაც მოვიკითხავდი!" - წერს კახა კალაძე.
ამ დროისთვის კომენტარები წაშლილია, არეშიძეს ფოტოზე კომენტარები გათიშული აქვს.