ევროპული საქართველოს ლიდერი და ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორი სწორი იყო ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებისა და რამდენად უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან ამის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიისგან ამაში არმონაწილეობა. მაგრამ, ეს არის წარსული, საიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ.
ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში მიიღო საზოგადოებამ, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში, მიუხედავად ამ აბსოლუტურად არანორმალური საარჩევნო გარემოსი - მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება, საერთო ჯამში იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა". – ამბობს ბოკერია.
მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი:
- ელენე ხოშტარია - 47%, ნოდარ ტურძელაძე - 33%
- ლევან ხაბეიშვილი 49%, სოზარ სუბარი - 33%
- ნიკა მელია - 53%, ლევან კობიაშვილი - 39%
- ჯაფარიძე – 35%, ვოლსკი – 33%
- შალვა შავგულიძე - 46%, ბექა ოდიშარია - 35%
- შალვა ნათელაშვილი - 33%, მიხეილ ყაველაშვილი - 35%
- კახიშვილი – 35%, დეკანოიძე – 32%
- დავით სერგეენკო - 35%, ალეკო ელისაშვილი - 21%, ბადრი ჯაფარიძე - 19%
ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.