პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ბოლო დღეს 143 მსჯავრდებული, მათ შორის ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Lil Wayne შეიწყალა.
"ბატონი კარტერი(Lil Wayne) არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ჰოსპიტალს, კვების ბანკსა და საქველმოქმედო ორგანიზაციას. ის საკუთარი ოჯახის მარჩენალი, მრავალი ადამიანის მეგობარი და ნამდვილი ქრისტიანია". – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
Lil Wayne გასულ წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. რეპერი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰიპ-ჰოპ არტისტს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.