ნიკა მელია

მელია კალაძის ნარკოტესტის მოწოდებაზე: თუ უნდა, IQ ტესტი ჩავატაროთ

ჩავაბარებ ნარკოტესტს, კალაძეს ვეტყვი. მისთვის მთავარი დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე უნდა საუბრობდეს. თუ უნდა, ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ. IQ ტესტი.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში, თბილისის მერის, კახი კალაძის მოწოდებაზე, რომ მერობის კანდიდატებმა ნარკოტესტი ჩაიტარონ.

კომენტარები