ნიკა მელია

დოლიძე: იმედი გვაქვს, თებერვალში ახალი პარტიის პრეზენტაციას შევძლებთ

ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, პარტიის ჩამოყალიბებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, თუმცაღა იმედს ვიტოვებთ, რომ თებერვლის თვეში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარებული იქნება, ჩვენ შევძლებთ უკვე ოფიციალურად პრეზენტაცია გავაკეთოთ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, პარტიის თუ გნებავთ, მთავარი ნაწილი ამ შემთხვევაში არა ტექნიკური ხასიათის არის, არამედ მთავარი არის ის შეთავაზებები, ის კონკრეტიკა....

ის რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, ვინ იქნება ჩვენთან ერთად, როგორ იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, კონსულტაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან. ბევრთან, არამარტო ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს. პოლიტიკოსებიც არიან, ახალი სახეებიც არიან, საინტერესო ადამიანები არიან, რეპუტაციულად საინტერესო ადამიანები არიან ყველა თავის კუთხეში, თბილისში, სხვადასხვა ქალაქში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ არარეგისტრირებულ პარტიაზე როდესაც ამხელა ინტერესია და ბევრს სურს პარტნიორობა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასიამოვნო, უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ.

ამბობს პალიტრანიუსის ეთერში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე.

2023 წლის 7 დეკემბერს ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა და ახალი პარტიის შექმნა დაანონსა. 11 დეკემბერს პარტია დატოვა ბაჩო დოლიძემაც.

კომენტარები