ნიკა მელია

მელია: 12-მა ნაფიც მსაჯულმა გადაწყვიტოს, რეალურად მოიპარა კახა კალაძემ ფული თუ არა

მე მიმაჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, რასაც ვისმენ, ბევრს მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულების განსჯადობა უნდა გავრცელდეს ბევრ დანაშაულზე, მაგალითად, სამოხელეო დანაშაულზე. ხვალ და ზეგ თუ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება მხილებული, ბრალი ექნება წაყენებული და შეიძლება პატიმრობა დაემუქროს - არავინ ამ ქვეყანაში აღარ უნდა ჩათვალოს, რომ ის სხვა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ დაიჭირა. ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის განსჯადობა გავრცელდეს სამოხელეო დანაშაულზეც. მაგალითად, არავინ აღარ იმსჯელოს კულუარულად, პროკურატურაში ან კანცელარიაში ან პარლამენტის ოთახებში, იმაზე მომავალში კახა კალაძე ან ღარიბაშვილი უნდა მიეცეს პასუხისგებაში თუ არა.

[...]12-მა თბილისელმა ნაფიც მსაჯულმა გადაწყვიტოს ამ წლების განმავლობაში რეალურად მოიპარა ფული კალაძემ თუ არ მოიპარა.

თქვა ტვ პირველის ეთერში საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

კომენტარები