ნიკა მელია

მელია: 3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან

ჩემთვისაც გაუგებარია, პარლამენტარები [ოპოზიციის წარმომადგენლები] რას აკეთებენ. იქ თუ ხარ, რუსული ყაიდის ხელისუფლება ხარ, პუტინის მონა ხარ და მიკლავ პრეზიდენტ სააკაშვილს და ა.შ. და ა.შ. - ამ თემებზე 24 საათი რომ საუბრობ, პარლამენტში რა გინდა, მაშინ?! რუსებთან რა გინდა პარლამენტში?! მაშინ ამ რიტორიკას არ უნდა ავითარებდე.

სამი-ოთხი ადამიანია სულ, რომელიც აქტიურობს. მახსენდება, ანა ნაცვლიშვილი, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია, რომლებიც აქტიურობენ ოპოზიციიდან, სხვას ვერ ვიხსენებ. მე ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს არ აკეთებს და იქ ტყუილად არიან. [...] სიმართლე უნდა ითქვას, გულახდილად, ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს, ყველანაირად ვეცდებოდი, რომ ასეთი ადამიანები მომდევნო პარლამენტში არ მოხვდნენ.

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები