ოდრი ჰეპბერნი

რუნი მარა ბიოგრაფიულ ფილმში ოდრი ჰეპბერნის როლს შეასრულებს

გამოცემა Variety-ს ცნობით, რუნი მარა ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ოდრი ჰეპბერნის როლს შეასრულებს.

ფილმს Apple Studio იღებს და მასზე ოსკარზე ნომინირებილი ფილმის Call Me by Your Name-ის რეჟისორი - ლუკა გუადანინო იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების რა პერიოდს მოიცავს ფილმი, თუმცა სავარაუდოა, რომ ნამუშევარში მისი ყველაზე ცნობილი წლების შესახებ იქნება მოთხრობილი. მას მთავარი როლები შესრულებული აქვს ისეთ ფილმებში, როგორებიც არის - Breakfast at Tiffany's, My Fair Lady, Charade, Sabrina და სხვები. კარიერის მანძილზე ჰეპბერნს მოპოვებული აქვს ოსკარის, ოქროს გლობუსის, Emmy-s, Grammy-სა და Tony-ს ჯილდოები. მსახიობი 63 წლის ასაკში - სიმსივნით გარდაიცვალა.

თავის მხრივ, რუნი მარა ოსკარზე ორჯერ არის ნომინირებული - The Girl With the Dragon Tattoo-სა და Carol-ში შესრულებული როლებისთვის.

კომენტარები