თავდასხმა გერმანიაში

სროლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში – თავდამსხმელი მოკლულია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა სალექციო აუდიტორიაში ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თავდამსხმელი ამ დროისთვის მოკლულია. 

პოლიცია გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას და თავდამსხმელის მოკვლის დეტალებს, თუმცა, გამოცემა Bild-ის ცნობით, თავდამსხმელმა იარაღი საკუთარ თავს თავადვე დაუმიზნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი იყო, რომელიც მარტო მოქმედებდა. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივიც.

კომენტარები