თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს, თავდამსხმელს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ

გერმანიაში ორი პოლიციელი მოკლეს, თავდამსხმელს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:20 საათზე, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რაინლანდ-პფალცის მხარეში, ქალაქ კუზელთან ახლოს მოხდა.

პოლიციელებს თავს საგზაო მოძრაობის პატრულირებისას დაესხნენ, როდესაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს, მანქანიდან კი ბოროტმოქმედებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას 29 წლის მამაკაცი და 24 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის აკადემიის სტუდენტი იყო.

თავდასხმის გამო, ზემოხსენებულ მხარეში მაგისტრალი დაკეტილია და ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ახლომდებარე გზებზე უცნობებს ავტომობილი არ გაუჩერონ. მათი თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შეიარაღებულია. ამასთან, სამართალდამცველებმა ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ზაარლანდის მხარეშიც დაიწყეს.

კომენტარები