ჩემპიონთა ლიგა

AP: ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება

Footy Headlines

2021/2022 UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში არ გაიმართება. ინფორმაციას გამოცემა Associated Press წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

UEFA-მ საგანგებო შეხვედრა 25 თებერვალს ჩანიშნა, შეხვედრაზე განიხილება ჩატარდება თუ არა ფინალი რუსეთის ქალაქში. გადატანის შემთხვევაში ასოციაცია ხუთი ქალაქიდან – რომი, მიუნჰენი, ბარსელონა, ამსტერდამი და პარიზი, ერთს აარჩევს.

ფინალური მატჩი, 28 მაისს, სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენაზე უნდა გაიმართოს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო ჯდება. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრამდე რამდენიმ დღით ადრე ბრიტანული პრესა UEFA-ს ფინალის გადატანისკენ მოუწოდებდა.

2020/2021 წლის სეზონის ფინალური მატჩი სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთში კოვიდით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო თამაში პორტუში გაიმართა.

 

კომენტარები