საქართველოს პარლამენტი

სამნიძე უკრაინაში ვიზიტზე: დელეგაციის წევრი ვიქნები, საჭიროა ფართო წარმომადგენლობა

მე რესპუბლიკური პარტიის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ მივიღებ მონაწილეობას ამ დელეგაციაში. ახლა ყველამ უნდა მივიღოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და არა პარტიული.

საჭიროა, რომ საპარლამენტო დელეგაცია იყოს ფართო წარმომადგენლობით, ეს არის საქართველოს პარლამენტი და არა რომელიმე პარტიის პარლამენტი. საპარლამენტო დელეგაცია არის პარლამენტის წევრებისგან შემდგარი დელეგაცია და არა რომელიმე პარტიის დელეგაცია

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ენმ-ს გადაწყვეტილებაზე, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ წავა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, "მართებული არ არის" ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა.

კომენტარები