რუსთავის აზოტში ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 1 მუშა დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.