რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა მუხლის ღრუში, იყო სისხლის საკმაოდ დიდი დანაკარგი, დაახლოებით, 1 ლიტრზე მეტი.
ამ ეპატზე, მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია ჩატარდა წარმატებით და იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაში, პოსტოპერაციულ პალატაში". - ამბობს რუსთავის კლინიკის გენერალური დირექტორი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.
ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.