ევროვიზია

SEX PISTOLS-ის ჯონი ლაიდონი შესაძლოა ევროვიზიის მონაწილე გახდეს

BBC

ბრიტანული პანკ როკის ლეგენდამ, ჯონი ლაიდონმა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. 

ლაიდონის ბენდი Public Image Ltd. სხვა ოთხ შემსრულებელთან ერთად კონკურსში იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული ევროვიზიაზე ირლანდიის სახელით წარსდგება. 

კონკურსში ლაიდონის ბენდი სიმღერით Hawaii წარსდგება. მუსიკოსის თქმით კომპოზიცია მის ცოლს ეძღვნება, რომელსაც ბოლო წლებში ალცჰეიმერის დაავადება აწუხებს.

ჯონი ლაიდონი იგივე ჯონი როთენი პანკ როკ სცენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. 1975 წლიდან იყო Sex Pistols-ის ვოკალისტი. 1978 წელს ბენდის დაშლის შემდეგ ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი Public Image Ltd. 

კომენტარები