ევროვიზია

ევროვიზიაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ისრაელს აპართეიდული სახელმწიფო უწოდა

Gus Stewart/Redferns

მომღერალმა ოლი ალექსანდერმა ხელი მოაწერა LGBT საქველმოქმედო ორგანიზაციის წერილს, სადაც ისრაელი აპართეიდულ სახელმწიფოდაა მოხსენიებული და ისრაელს გენოციდში სდებენ ბრალს. ოლი ალექსანდერი დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რჩეული იყო ევროვიზია 2024-სთვის. 

20 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა BBC გააკრიტიკეს ანტისემიტიზმის წახალისებისთვის. ოლი ალექსანდერის გასვლა ევროვიზიაზე ასევე გააპროტესტა ებრაულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ და BBC-სგან მომღერალთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ. 

ოლი ალექსანდერმა აღნიშნულ წერილს ხელი მოაწერა 20 ოქტომბერს, ამ დროისთვის კი ის მომავალ ევროვიზიაზე ბრიტანეთის წარმომადგენლად შერჩეული არ იყო. 

კომენტარები